საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგარეო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს საგარეო ვალი 40-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება.
„საგარეო ვალთან მიმართებით ქვეყანას ძალიან დიდი პროგრესი აქვს. იცით, რომ საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60-პროცენტიან ნიშნულს, გასულ და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. უკვე მიმდინარე წელს საგარეო ვალი 40-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და დაახლოებით 39.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. შემცირება დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით არის და ითვლება, რომ ამ მიმართულებით კონსოლიდაცია მნიშვნელოვნად მოხდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.