janmedi
ავერსი ნემო

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 350.05 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 3.9%-ით (13.1 მლნ აშშ დოლარით) აღემატება 2025 წლის ივლისის ანალოგიურ მონაცემს.

ამავე სტატისტიკით, უცხოეთიდან საქართველოში გზავნილების 97.6% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ივლისში თითოეულიდან 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა. ცნობისთვის, გასული წლის ივლისში აღნიშნულ 29 ქვეყანაზე მთლიანი გზავნილების 97.2% მოდიოდა.

ტოპ-10 პარტნიორი ქვეყანა ფულადი გზავნილების მიხედვით (2026 წლის ივლისი):

აშშ - 67.773 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 11.23%)
იტალია - 55.925 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 0.37%)
რუსეთის ფედერაცია - 42.016 მლნ აშშ დოლარი (კლება 7.15%)
გერმანია - 31.723 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 8.49%)
ისრაელი - 29.280 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 21.62%)
საბერძნეთი - 28.003 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 7.32%)
თურქეთი - 12.216 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 21.81%)
ესპანეთი - 9.827 მლნ აშშ დოლარი (კლება 1.88%)
ყაზახეთი - 8.263 მლნ აშშ დოლარი (კლება 4.54%)
ყირგიზეთი - 8.165 მლნ აშშ დოლარი (კლება 27.69%)
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2026 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39.0 მლნ აშშ დოლარი (102.8 მლნ ლარი) გადაირიცხა. ეს მაჩვენებელი 4.7%-ით მეტია 2025 წლის ივლისის მონაცემზე (37.3 მლნ აშშ დოლარი).

11