global distribution
ავერსი გარე ავეჯი

სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 12.1%-ით, 317.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 12.7%-ით, 38.2 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 11.7%-იანი ზრდით. 21.7%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი სექტემბერში 1.3 პროცენტს გაუტოლდა.

„სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 45.4%-ს – ევროკავშირის ქვეყნები, 18.8%-ს – აშშ და 12.4%-ს რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (17.0%), გერმანიისა (9.4%) და საბერძნეთის (8.2%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია სებ-ის პუბლიკაციაში.

50