 
        
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მირზა გელაშვილმა linkedin-ზეც დაწერა.
"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.
კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე - მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪საქართველოს მომავალი ევროპაშია", - დაწერა მან.
 
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    