საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს და მისიის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა მიმოიხილეს სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. დადებითად შეფასდა მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური დისციპლინის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი, ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.