ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში მისიით მყოფ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს - მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს სამართლიანი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების სფეროში - ასად ალამს, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარ ეკონომისტს - ივაილო იზვორსკის და მსოფლიო ბანკის წამყვან ეკონომისტს - ლეონარდო იაკოვონეს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი.
განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემიის შემდეგ საქართველოს მიერ ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე, სამოქმედო გეგმები.
შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიმართულებით.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.