15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0276 ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 7.54 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4348 ლარი გახდა.
8.81-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.103 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.31 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 22.19 თეთრი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 თებერვლიდან შევა ძალაში.