უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას.
„კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებას. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24-საათიან მუშაობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და უკრაინის რუსი დამპყრობლებისგან დასაცავად“, – აცხადებს კულება ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
SWIFT-ის გარეშე, მრუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვა ტრანზაქციისთვის, ვეღარ მოხდება.
დასავლეთს ჯერ არ მიუღია ფინანსური გაერთიანებიდან რუსეთის გამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილება.