საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1,239.5 ლარი შეადგინა.
უშუალოდ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება კი 1,305.9 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 10.4 ლარით ნაკლებია.
სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1472 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 494 ლარით ნაკლებია და 978 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ქალები დღეს საშუალოდ უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ვიდრე - კაცები.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 150.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 023.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.6 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 909.7ლარი (წინაწლისშესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 1.4 პროცენტით);
• მშენებლობა – 1 875.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 6.6 პროცენტით).