gorgia
ავერსი legi

2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2025 წლის იანვარში გზავნილების მოცულობა 242.44 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მთელი ფულადი გზავნილების 95.6% მოდიოდა.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილი განხორციელდა:

  • იტალია - 53.183 მლნ დოლარი (15.21%);
  • აშშ - 52.043 მლნ დოლარი (10%);
  • რუსეთი - 33.509 მლნ დოლარი (31.61%);
  • ისრაელი - 26.657 მლნ დოლარი (15.72%);
  • გერმანია - 24.109 მლნ დოლარი (24.57%);
  • საბერძნეთი - 22.396 მლნ დოლარი (17.91%);
  • თურქეთი - 9.530 მლნ დოლარი (26.22%);
  • ესპანეთი - 7.405 მლნ დოლარი (40.31%);
  • საფრანგეთი - 5.345 მლნ დოლარი (20.08%)
  • ყაზახეთი - 5.212 მლნ დოლარი (10.01%);

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.2 მლნ აშშ დოლარი (84.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის იანვრის (28.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2% მეტია.

179