გიორგი ბრწყინვალეს საკოლექციო მონეტაზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ერვოვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის - www.MoneyMuseum.nbg.gov.ge - საშუალებით, 2022 წლის 9 თებერვლის დილის 10:00 საათიდან 2022 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.
წინასწარი შეკვეთისას მომხმარებელმა ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე, ვერცხლის მონეტისთვის 50 ლარი, ოქროს მონეტისთვის კი - 1000 ლარი უნდა გადაიხადოს, რაც მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია. მონეტების გამოშვება 2023 წლისთვისაა დაგეგმილი და მათი ზუსტი ღირებულება გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.