janmedi
ავერსი ნემო

2026 წლის ივნისში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები წლიურად 12.69%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა სწორედ აშშ-დან გადმოირიცხა - ამ ქვეყნის წილი მთლიან გადმორიცხვებში 19%-ს აღემატებოდა.

უფრო დეტალურად, 2026 წლის ივნისში აშშ-დან ფულადმა გზავნილებმა 66.2 მილიონი დოლარი შეადგინა, 2025 წლის იმავე თვეში კი 58.7 მილიონ დოლარს აჭარბებდა.

რა მოცულობის თანხა გადმოირიცხა 2026 წლის პირველ ნახევარში
თუ გადავხედავთ იანვარ-ივნისის მონაცემებსაც, 2026 წლის პირველ ნახევარში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურად 10.6%-ით არის გაზრდილი.

კერძოდ, 2025 წლის პირველ ნახევარში აშშ-დან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 321.5 მლნ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იმავე პერიოდში გზავნილები 355.7 მლნ დოლარზე მეტი იყო.

78