თBჩ ჩაპიტალ-მა 16 აპრილს ეკონომიკის აღდგენის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც 1-12 აპრილს ახალი გაცემული იპოთეკური სესხების დინამიკა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთანაა შედარებული.
ეკონომიკის აღდგენის დინამიკის მიხედვით, აპრილის დასაწყისში გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა, 2019 წლის დონესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა (6.5ხ ზრდა წ/წ).
რაც შეეხება თბილისსა და ბათუმში იპოთეკური სესხების მაჩვენებლებს, კლება ასევე დაფიქსირდა ორ დიდ ქალაქში რეალიზებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობაშიც.
„მარტში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების კლება აპრილის დასაწყისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით შემცირდა, ხოლო ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების დინამიკა მარტში შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ცვლილება 2019 წელთან შედარებით უარყოფითია და -15%-ს შეადგენს (19% ზრდა წ/წ)“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.