სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.
შემოსულ FDI-ს შორის 300 მილიონი დოლარი სააქციო კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები იყო, რეინვესტიციები 190 მილიონი დოლარი, ხოლო სავალო ვალდებულებების ჩამორიცხვა 7 მილიონი დოლარი.
ქვეყნების მიხედვით, FDI ასე ნაწილდება:
1) ნიდერლანდები - 239.6 მილიონი დოლარი;
2) იაპონია - 63.2 მილიონი დოლარი;
3) აშშ - 54.7 მილიონი დოლარი;
4) თურქეთი - 47.0 მილიონი დოლარი;
5) რუსეთი - 28.2 მილიონი დოლარი;
6) მარშალის კ-ები - 23.7 მილიონი დოლარი;
7) ყაზახეთი - 20.0 მილიონი დოლარი;
8) ჩინეთი - 19.9 მილიონი დოლარი;
9) დანია - 11.1 მილიონი დოლარი;
10) შვეიცარია - 10.3 მილიონი დოლარი.
2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).