საქართველო-ყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, რომელიც ყაზახეთი-საქართველოს ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით ჩატარდა, 2020 წელს საქართველოდან ყაზახეთში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 136 მლნ დოლარი შეადგინა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა 15 წლის საშუალო დონეს, დაახლოებით, 20-ჯერ გადააჭარბა.
რაც შეეხება ყაზახეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობებს, 2005-2020 წლებში, ყაზახეთი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელ 20 უმსხვილეს ქვეყანას შორისაა. ამავე პერიოდში, ცენტრალური აზიიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% ყაზახეთს ეკუთვნის. რეგიონიდან შემოსული 298.9 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიციიდან 259.8 მლნ დოლარი ყაზახეთზე მოდიოდა.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში ყაზახეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად სამშენებლო, HORECA, ტრანსპორტირების, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებისკენაა მიმართული. რაც შეეხება კომპანიებს, 2019 წელს FDI-ს მიმღები კომპანიების TOP-ათეული ასე გამოიყურება: Amadeus GDS; Prime Group; Iceberg Poti; Air AstanaGeo წარმომადგენლობა; Tiflisi Business Center; LTD Ipocenter; Shovi Resorts; G and G+; Forgegate Properties Georgia და KPMG Georgia.