gorgia
ავერსი legi

2026 წლის იანვარ-თებერვალში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 549.591 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს.

სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 87.5 მლნ ლარით, 19%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება 462.063 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 2 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი „ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა.

ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 88% მხოლოდ 2 ბანკზე მოდის
აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 88% (87.9%) მხოლოდ 2 ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ბანკების/მიკრობანკების მოგება ასე გადანაწილდა:

„საქართველოს ბანკი“ – 279 711 093 ლარი;
„თიბისი ბანკი“ – 203 471 244 ლარი;
ლიბერთი ბანკი“ – 19 435 591 ლარი;
„ბაზისბანკი“ – 16 232 712 ლარი;
„კრედო ბანკი“ – 12 515 150 ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ – 6 725 422 ლარი;
„ტერა ბანკი“ – 4 539 679 ლარი;
„ხალიკ ბანკი“ – 3 813 591 ლარი;
„ქართუ ბანკი“ – 3 569 813 ლარი;
„პაშა ბანკი საქართველო“ – 3 467 468 ლარი;
მიკრობანკი „კრისტალი“ – 3 346 264 ლარი;
„იშ ბანკ“ – 2 504 635 ლარი;
„პეივ ბანკი“ – 1 383 773 ლარი;
„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 820 714 ლარი;
მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ – 535 588 ლარი
რაც შეეხება 2026 წლის 2 თვეში ზარალიან ბანკებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

„ვითიბი ბანკი“ – 6 491 421 ლარის ზარალი;
„სილქ ბანკი“ – 3 957 798 ლარის ზარალი;
„ჰეშ ბანკი“ – 1 614 293 ლარის ზარალი;
„პეისერა ბანკი საქართველო“ – 417 644 ლარის ზარალი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.

59