1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4548 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4548 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4534 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1727 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1765 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.