jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკიმ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ფოტოები გამოაქვეყნა.
 
„სულ ესაა. „აზოვსტალო“, გმადლობ თავშესაფრისთვის - ჩემი სიკვდილისა და ჩემი სიცოცხლის ადგილო", - წერს ფოტოგრაფი.
 
შეგახსენებთ, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა". რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.
740