უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონის რეგიონის დასახლებებში, სამხედრო ადმინისტრაციების შექმნის შესახებ. შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა. საუბარია 15 სასოფლო და საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის შექმნაზე.
ზელენსკიმ დაავალა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და ხერსონის რეგიონულ სახელმწიფო ადმინისტრაციას სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.